პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს გაიმართება.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.

„მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის მიმართ შედგენილი იქნა საერთაშორისო სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია ტერმინოლოგია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეიძლება მოჰყვეს მისი გარდაცვალება. ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ ყოველდღიურად გამოიყოს გარკვეული დრო. ჩვენი თხოვნა არის, რომ რამდენიმე პროცესში შევძლოთ ამ საქმის დამთავრება, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და უარესდება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close