საზოგადოება

“სუფრაზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2 სიმბოლიკა”- მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, რა დავახვედროთ კურდღელს

"სუფრაზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2 სიმბოლიკა"- მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, რა დავახვედროთ კურდღელს

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2023 წელი კურდღლის წელია. უფრო ზუსტად კი კატა-კურდღლისა. ტრადიციულად, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ ახალ წელს და რა დავახვედროთ 2023 წლის მთავარ სიმბოლოს. ამის შესახებ ბატონმა მიშამ ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ისაუბრა:

„სიმბოლოდან გამომდინარე, 2023 წლის მთავარი ფერები იქნება ლურჯი, ცისფერი და შავი. ზოგიერთი უწოდებს შავი კატა-კურდღლის წელს და არ გაგიკვირდეთ. ასევე მისაღებია მწვანე, როგორც წყლის სტიქიის ერთ-ერთი ფერი. ასევე, საახალწლოდ ამ ფერების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერცხლისფერი და ნაცრისფერიც.

რაც შეეხება სუფრას. დადეთ რაც შეიძლება მეტი საკვები – ნამცხვრები, საცივი, თევზეული, ხორცეული, სასმელები… ნებისმიერი რამ შეგიძლიათ წელს დადოთ სუფრაზე, არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.

არც სიმბოლიკა დაგავიწყდეთ. აღმოსავლური კალენდრით კატა-კურდღელი შემოდის 22 იანვრის ღამეს, ამიტომ 31 დეკემბერს სუფრაზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2 სიმბოლიკა – ვეფხვის და კატის ან კურდღლის. წინ დაუდეთ ხორცი, კურდღელს – სტაფილო, რათა პატივისცემა ვაგრძნობინოთ და მათი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ,“ – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close