ეკონომიკა

ელექტროენერგია, მანქანები და ღვინო – პროდუქტები, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ

ელექტროენერგია, მანქანები და ღვინო - პროდუქტები, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოში იმპორტი ქართული პროდუქციის ექსპორტს 3,5-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში 11,981 მლრდ დოლარის პროდუქცია შეიძინა, ექსპორტზე კი (ადგილობრივი ექსპორტი) მხოლოდ 3,406 მლრდ-ს ღირებულების გაყიდა.

გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ (2022 წლის იანვარ-ნოემბერი)

ადგილობრივი ექსპორტი

მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 932,894 მლნ დოლარი

ფეროშენადნობები – 448,304 მლნ დოლარი

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 249,137 მლნ დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები – 231,896 მლნ დოლარი

მინერალური და მტკნარი წყლები – 103,389 მლნ დოლარი

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 95,150 მლნ დოლარი

თხილი და სხვა კაკალი – 86,324 მლ დოლარი

ელექტროენერგია – 84,338 მლნ დოლარი

მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა – 78,561 მლნ დოლარი

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 76,042 მლნ დოლარი

იმპორტი

მსუბუქი ავტომობილები – 1,391 მლრდ დოლარი

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1,235 მლრდ დოლარი

მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 725,437 მლნ დოლარი

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 373,559 მლნ დოლარი

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 360,687 მლნ დოლარი

სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 262,490 მლნ დოლარი

გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 159,936 მლნ დოლარი

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 110,713 მლნ დოლარი

წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 107,303 მლნ დოლარი

სატვირთო ავტომობილები – 91,899 მლნ დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close