სპორტი

რატომ ეცვა ლეო მესის შავი მოსასხამი მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე

რატომ ეცვა ლეო მესის შავი მოსასხამი მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე

ლეო მესიმ მსოფლიო თასი ტრადიციულ არაბულ მოსასხამში – ბიშტში გამოწყობილმა ასწია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, როცა არგენტინის ნაკრების კაპიტანს ოქროს მედალი გადასცეს, კატარის ამირმა მას შავი მოსასხამი ჩააცვა. ტრადიციულად ბიშტს აქლემს ბეწვისგან კერავენ. ის ყავისფერი ან შავია. კაცები მას მნიშვნელოვან ღონისძიებებზე იცვამენ – ქორწილებში, რელიგიურ დღესასწაულებზე და ა.შ.

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი არგენტინელებმა ფრანგები 4-2 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის დუბლი ლიონელ მესიმ შეასრულა, ერთი გოლი კი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში სამივე ბურთი კილიან მბაპემ გაიტანა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close