დღის ამბები

სკოლების მახლობლად სატრანსპორტო მოძრაობის ხმაური მოსწავლეებზე საზიანოდ ზემოქმედებს – ესპანელი მკვლევარები

სკოლების მახლობლად სატრანსპორტო მოძრაობის ხმაური მოსწავლეებზე საზიანოდ ზემოქმედებს - ესპანელი მკვლევარები

ესპანელი მეცნიერების ახალმა კვლევამ, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, აჩვენა, რომ სკოლების მახლობლად სატრანსპორტო მოძრაობის ხმაური მოსწავლეებში მეხსიერებისა და ყურადღების განვითარებაზე საზიანოდ ზემოქმედებს. კვლევა ჟურნალ PLoS Medicine-ში გამოქვეყნდა, რასაც „ევროპულსი“ ავრცელებს.

მეცნიერებმა 7-დან 10 წლამდე ასაკის 2,6 ათასი ბავშვი შეისწავლეს. მონაწილეებმა 12 თვის განმავლობაში ოთხჯერ გაიარეს მეხსიერებისა და ყურადღების შემეცნებითი ტესტები. პარალელურად, მეცნიერებმა 38 სკოლის შესასვლელთან, ასევე, სათამაშო მოედნებსა და საკლასო ოთახებში ხმაური გაზომეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ხმაურის მაღალი დონის მქონე სკოლებში მოსწავლეების კოგნიტური (შემეცნებითი)უნარების განვითარება 5-23%-ით სუსტია.

მკვლევარებმა, ასევე, ბარსელონის საგზაო ხმაურის რუკა გამოიყენეს, რომ თითოეული მონაწილის სახლში ხმაურის საშუალო დონე შეეფასებინათ. თუმცა ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის შიდა ხმაურსა და კოგნიტურ განვითარებას შორის არანაირი კავშირი არ დაფიქსირებულა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close