მსოფლიო

2022 წლის ტოპ-10 ტექნიკური ტენდენცია, რომელიც აქტუალური 2023 წელსაც იქნება

2022 წლის ტოპ-10 ტექნიკური ტენდენცია, რომელიც აქტუალური 2023 წელსაც იქნება

forbes-ი ფუტურისტული მისწრაფებების შესახებ ხშირად წერს. ამჯერად ჟურნალისტი 10 ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკურ ტენდენციას გამოარჩევს, რომელიც 2022 წელს გააქტიურდა და დიდია მოლოდინი იმისა, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ წელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

1: გამოთვლითი სიმძლავრე

კომპიუტერული გამოთვლები 2022 წელს ძალიან აქტუალური ახდა. ბევრმა ბიზნესმა მონაცემების გადამუშავება ღრუბლოვანი სისტემით დაიწყო. უმეტესი ნაწილი კი მხოლოდ ახლაღა დაინტერესდა აღნიშნულით.

ჩვენ ასევე ვხედავთ ბიძგს უკეთესი ქსელებისკენ – 5G წვდომა გააქტიურდა, ჰორიზონტზე კი – 6G არის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ძალას, ჩვენს ტელეფონებში, მანქანებსა და მოწყობილობებში.

2: ჭკვიანი მოწყობილობები

კომპიუტერის მზარდი სიმძლავრე გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უფრო ჭკვიანი მოწყობილობები. ჩვენ ახლა გვაქვს ინტელექტუალური ტელევიზორები, ავტონომიური მანქანები და რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებთან ერთად იმუშაონ.

2023 წელს ვიხილავთ ჭკვიანი მოწყობილობის მეტად დანერგვას ყოველდღიურობაში.

3: კვანტური გამოთვლა

კვანტური გამოთვლის ტენდენცია – ინფორმაციის დამუშავება, რომელიც წარმოდგენილია სპეციალური კვანტური მდგომარეობებით, საშუალებას აძლევს მანქანებს, დაამუშაონ ინფორმაცია ტრადიციული კომპიუტერებისგან ფუნდამენტურად განსხვავებულად. კვანტური გამოთვლები პოტენციურად მოგვცემს გამოთვლით ძალას, რომელიც ტრილიონჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დღევანდელი მოწინავე სუპერკომპიუტერები.

2022 წელს კვანტურმა კომპიუტერებმა უკვე შეცვალეს ლოჯისტიკა, პორტფელის მენეჯმენტი და სხვა. ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

4: მონაცემებიფიკაცია

დღეს ჩვენი სამყაროს დიგიტალიზაცია ნიშნავს, რომ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები გვაქვს. სწორედ ეს მონაცემები გახდა ნომერ პირველი ბიზნეს აქტივი ყველა ორგანიზაციისთვის.

მონაცემების შესწავლით შესაძლებელია გამოკვლეული იყოს ამა თუ იმ ბიზნესის მომხმარებლები – რა მოთხოვნილებები აქვთ მათ და რისი შეთავაზება იქნება უმჯობესი.

5: ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა

ორგანიზაციები და მკვლევრები ახლა იყენებენ მთელ მათ მონაცემებს და გამოთვლით ძალას, რათა მსოფლიოს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები შესთავაზონ.

ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია მანქანური ხედვაა. ჩვენ ახლა გვაქვს კომპიუტერები, რომლებსაც შეუძლიათ ნახონ და ამოიცნონ ობიექტები ვიდეოზე ან ფოტოზე. ასევე დიდ პროგრესს აღწევს ენის დამუშავება, მანქანებს შეუძლიათ ჩვენი ხმების გაგება და ჩვენთან საუბარი.

AI-ს გამოყენება წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. იგივე ტენდენცია იქნება 2023 წელსაც.

6: AR რეალობა

ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს გაჯეტებზე AR რეალობის მოწყობილობები მეტად გამოვიყენოთ.

2022 წელს უფრო ახალი და პორტატიული VR მოწყობილობები ვიხილეთ. გამოვიდა მოწყობილობა, რომელიც ჰგავს სათვალეებს და ა.შ.

2023 წელი მოგვცემს საშუალებას ეს ყველაფერი მეტად ხელმისაწვდომი ახდეს.

7: ციფრული ნდობა

ბლოკჩეინის ტექნოლოგია, განაწილებული წიგნები და შეუცვლელი ტოკენები (NFT) გარდაქმნის ჩვენს სამყაროს. აღნიშნული ტექნოლოგიები 2022 წელს რყევას განიცდიდა.

2023 წელს მოსალოდნელია გამოჩნდნენ უფრო მეტი ახალი კომპანიები, რომლებიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს აირჩევენ.

8: 3D ბეჭდვა

ახლა შეგვიძლია 3D ბეჭდვით ისეთი ნივთების დამზადება, რაზეც ათი წლის წინ ვერასოდეს ვიოცნებებდით. 2022 წარმოებაში ტრანსფორმაცია მოხდა – 3D ბეჭდვის მასობრივი წარმოება დაწიყო. მაგალითად: მორგებული ნაწილები, დაბეჭდილი საკვები, ლითონი და სხეულის პროთეზებიც კი.

9: გენომიკა

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს, ემანუელ შარპენტიეს და ჯენიფერ ა. დუდნას გადაეცათ გენომის რედაქტირების მეთოდის შემუშავებისთვის. გენომიკა, გენის რედაქტირება და სინთეზური ბიოლოგია 2022 წლის მთავარი ტენდენციაა, რადგან ეს მიღწევები გვეხმარება დაავადებების განკურნებასა და აღმოფხვრაში.

რა თქმა უნდა ენომიკა 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

10: ახალი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები

ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ახალი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები.

კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო განახლებადი, სუფთა ენერგიის მოხმარებას უფრო მეტად იწყებს. ეს ახალი ტენდენციები საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ გემები, თვითმფრინავები, მატარებლები და გამოვმუშაოთ ენერგია ფართო საზოგადოებისთვის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close