დღის ამბები

კახეთიდან საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო ორი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს

” ქალი, რომელიც მაღალი ტემპერატურით და ხველით ორი დღის წინ თელავის რეფერალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის სამ სასტუმროში არსებულ საკარანტინო ზონაში 155 მოქალაქე რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 283-დან 339-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, მეთვალყურეობა 22 ადამიანს მოეხსნა. საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო კი ორი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს. თელავშის სამივე საკარანტინო ზონაში მყოფილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავიური ამ ეტაპზე არ არის დაფიქსირებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close