დღის ამბები

Uber-მა ლაპლანდიაში ირმის უფასო ტაქსი ჩაუშვა

Uber-მა ლაპლანდიაში ირმის უფასო ტაქსი ჩაუშვა

ფინურ ლაპლანდიაში ირმის უფასო ტაქსი შემოიღეს. „ევროპულსის“ ცნობით, ტაქსი სპეციალურ ორსაათიან ტურისტულ მარშრუტს ემსახურება, რომელიც კურორტ აპუკადან ლაპლანდიის ცენტრალურ ქალაქ როვანიემამდე მოძრაობს.

ირმის ტაქსის შეკვეთა სერვის Uber Sleigh-ის საშუალებით არის შესაძლებელი.

გამოცემის შეფასებით, ამ გზით ხელისუფლებას ლაპლანდიაში ტურისტების დაბრუნება სურს, რომელთა რიცხვიც Covid-19-ის პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. მოელიან, რომ წელს რეგიონში ჩასული ოჯახების რაოდენობა 46%-ით გაიზრდება.

გასულ წელს „ევროპულსი“ წერდა, რომ 2023 წლიდან ცენტრალური ევროპიდან ლაპლანდიაში, შვედეთისა და ფინეთის გავლით, რკინიგზით მოგზაურობა იქნება შესაძლებელი, მანამდე ფინეთისა და შვედეთის რკინიგზა ერთ სისტემაში გაერთიანებული არ ყოფილა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შემდგომი გეგმების მიხედვით, 2023 წლისთვის ცენტრალური ევროპიდან ლაპლანდიაში მატარებლით ჩასვლა ტრანსფერის გარეშე იქნება შესაძლებელი. ლაპლანდია მოელის, რომ ამ გეგმის შედეგად უცხოელი ტურისტები რეგიონში, ეკოლოგიურად მავნე თვითმფრინავების ნაცვლად, მატარებლით მოხვდებიან.

2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ლაპლანდია კანადასთან, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან ერთად პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ადგილად აღიარა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close