დღის ამბებისაზოგადოება

არჩილ შათირიშვილი – „გთხოვთ თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა არჩილ შათირიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელით განცხადება გავრცელა. რომელიც MAK.GE -ის მიერ გავრცელებულ ინფორმციას ეხება.

„მოგესალმებით ძვირფასო ახმეტელებო,
მინდა მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია
ი. მ. ,,ზეზვა შათირიშვილის” კუთვნილ საცხობში პურის ღირებულებასთან დაკავშირებით.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გაზრდილია პურზე მოთხოვნა, მეპატრონე თანამშრომლებთან ერთად ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს პურის მიწოდება. რის გამოც გაიზარდა პურის წონა და პროპორციულად ღირებულებაც შესაბამისი გახდა.

17 მარტის ჩათვლით 500 გრამიანი პური ღირდა 60 თეთრი, ხოლო დღეიდან 800 გრამიანი პური ღირს 1 ლარი.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.“

შეგხსენებთ რომ დღეს ახმეტაში პურის გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა საკრებულოს წევრს , მის ტელეფონის  კუთვნილ ნომერზე. სადაც დეპუტატმა არ ისურვა საუბარი. ჩვენს მიერ დასმულ კითხვას : რას უკავშირდებოდა, პურის გაძვრება –  ტელეფონი გაგვითიშა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close