ეკონომიკა

შესქელებული რძე თითქმის 40%-ით გაძვირდა – სად ყიდულობს საქართველო პროდუქტს

შესქელებული რძე თითქმის 40%-ით გაძვირდა - სად ყიდულობს საქართველო პროდუქტს

2022 წლის ნოემბერში შესქელებული რძე იმ 10 საკვებ პროდუქტს შორის მოხვდა, რომელზეც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. ფასმა ამ პროდუქტზე 38,9%-ით მოიმატა.

სად და რა რაოდენობით შესქელებულ რძეს ყიდულობს საქართველო:

მიმდინარე წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 18.6 მლნ აშშ დოლარიდან 26.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა პროდუქტის იმპორტი. მხოლოდ 1.1 ტონითაა გაზრდილი მოცულობა. 2021 წელს 7 758 ტონა შემოვიდა, მიმდინარე წელს კი, 8 874 ტონა.

მონაცემების მიხედვით, გაძვირების ძირითადი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე პროდუქტზე ფასის მატებაა. გასულ წელს 1 კგ-ზე საშუალო ფასი 2.4 აშშ დოლარს შეადგენდა, წელს კი 2.9 აშშ დოლარს შეადგენს.

გთავაზობთ ათი ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი შეიძინა: (ნოემბრის ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა).

ბელარუსი – 11 მლნ აშშ დოლარის 3 425 ტონა

ირანი – 7.3 მლნ აშშ დოლარის 2 769 ტონა

უკრაინა – 2.6 მლნ აშშ დოლარის 952.4 ტონა

ნიდერლანდები – 2.3 მლნ აშშ დოლარის 625.8 ტონა

გერმანია – 1.1 მლნ აშშ დოლარის 386.3 ტონა

რუსეთი – 451 ათასი აშშ დოლარის 211.8 ტონა

აზერბაიჯანი – 426 ათასი აშშ დოლარის 297.5 ტონა

პარაგვაი – 270 ათასი აშშ დოლარის 75 ტონა

მოლდოვა – 215 ათასი აშშ დოლარის 63 ტონა

უზბეკეთი – 52 ათასი აშშ დოლარის 28.9 ტონა

აღსანიშნავია, რომ პირველი სამეული იდენტური იყო გასულ წელსაც.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close