დღის ამბები

ახმეტის დეპუტატის თონეში პური გაძვირდა

ახმეტის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ შათირიშვილის  კუთვნილ პურის საცხობში ე.წ. თონეში დღეს პური გაძვირდა.

ერთი ცალი პურის ღირებულება 1 ლარი გახდა, თუმცა გუშინ მომხმარებლებს 0. 70 თეთრად პურის ყიდვა შეეძლოთ.

mak.ge დაუკავშირდა დეპუტატს, მაგრამ საკრებულოს წევრმა ტელეფონზე ვინაობა დამალა და ტელეფონი გათიშა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close