დღის ამბები

კახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა

„აიკრძალა რესტორნების, კაფეებისა და ბარების ფუნქციონირება. ასეთი ტიპის დაწესებულებებს უფლება აქვთ გადავიდნენ საკვების გატანის სერვისზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდოს და აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მუშაობა, რადგან ეს არის ერთ-ერთი პოტენციურად საშიში ადგილი ვირუსის გავრცელებისთვის.

ამასთან ერთად, ტრადიციული თავშეყრის შემთხვევები, როგორიც არის დაკრძალვის შემდეგ სუფრის გაშლა, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. მოგეხსენებათ, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობა აღნიშნავს ტრადიციულ დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს, ამ შემთხვევაშიც საზეიმო სუფრები უნდა შეიზღუდოს. მიეცემა რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიებს, რომ შეუქმნან პირობები დასაქმებულებს, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი რისკი ვირუსის გავრცელებისა. ეს არის ის ზომები, რომლებიც აუცილებლად, ეფექტურად უნდა გავატაროთ, რაც საშუალებას მოგცემს რომ ეს პროცესი იყოს მინიმალური გართულებებით და მართვადი“ -აღნიშნა მხარის ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კახეთს კიდევ ერთი საკარანტინი ზონა დაემატა

კახეთს კიდევ ერთი საკარანტინი ზონა დაემატა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოევრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში 160 ადამიანი იმყოფება. მისივე თქმით, საქართველო – აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები – პუნქტიდან საქართველოს მოქალაქე ხუთი მოქალაქე პირდაპირ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, რადგან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. "198 ადამიანი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. მეთვალყურება მოეხსნა 5 პირს, ხოლო 11 ადამიანი, თვითიზოლაციაში თბილისშია . თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი ადამიანი საკარანტინო ზონაში პოლიციამ იძულების წესით მოათავსა",- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა. პრესკონფერენციაზე პრევენციული ღონისძიებებისა და მთავრიბის მიერ გამკაცრებული რეჟიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აუცილებელია დავიცვათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები, რათა კორონავირუსის შიდა შესაძლო გავრცელება მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული. რაც შეეხება პარიზი- თბილისის რეისის მგზავრებს, რომლებიც 14 მარტს თელავის ერთ- ერთ სასტუმროში კარანტინში მოათავსეს, სპეციალისტების შეფასებით , ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Wednesday, March 18, 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close