ეკონომიკა

ქართული ყურძნის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – სად ვყიდით პროდუქტს

ქართული ყურძნის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდით პროდუქტს

ქართული ყურძნის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2022 წელს ქვეყნიდან 1 301 ტონა 1, 096 მლნ დოლარის ღირებულების ყურძნის ექსპორტი განხორციელდა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 60%-ით მეტია. 2021 წელს უცხოეთში 947 ტონა ყურძენი გავიდა, ჯამში 682,6 ათასი დოლარის ღირებულების.

საქსტატის მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო ქვეყანა წელს რუსეთი იყო. კერძოდ, წელს ექსპორტირებული 1 301 ტონა ყურძნიდან, რუსეთში 1 289 ტონა გავიდა, ანუ დაახლოებით 99%. 10,6 ტონა ყურძენი გაყიდა ქვეყანამ სომხეთში, მხოლოდ ერთი ტონა კი ბელარუსში.

ინფორმაციისთვის, მონაცემები, თუ რა მოცულობის ყურძენი გაყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2014 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close