მსოფლიო

ილონ მასკი Neuralink-ის ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდას 6 თვეში გეგმავს

ილონ მასკი Neuralink-ის ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდას 6 თვეში გეგმავს

ილონ მასკის თქმით, თავისი კომპანიის, Neuralink-ის მიერ განვითარებული ტვინის უსადენო ჩიპების ადამიანებზე კლინიკური დატესტვა 6 თვეში დაიწყება. წესით, ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა კომპანია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

Neuralink-ის ჩიპები, როგორც წარმომადგენლები ამბობენ, დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს იმოძრაონ და იურთიერთონ ხელახლა. მასკის თანახმად, შესაძლოა ეს მოწყობილობა მხედველობის აღდგენაში დაეხმაროს ადამიანებს.

“ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ფრთხილად და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩიპები აუცილებლად იმუშავებს, სანამ მას ადამიანებზე გამოვცდით”, – თქვა ილონ მასკმა.

კომპანია ამჟამად ცდებს მხოლოდ ცხოველებზე ატარებს და მიზნად ისახავს ადამიანებზე ცდების ჩატარების უფლება აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან მოიპოვოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close