ეკონომიკა

რომელი კომპანიების აქციები და ობლიგაციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული?

რომელი კომპანიების აქციები და ობლიგაციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული?

საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

საფონდო ბირჟაზე ამჟამად ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 21 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული, აქედან ოთხ შემთხვევაში საუბარია კომპანიის აქციებზე, ხოლო დანარჩენი 17 – ობლიგაციებია.

დალისტული კომპანიებიდან აქციები გამოშვებული აქვთ: „ლიბერთი ბანკს“, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“, „გრინ დაზღვევასა“ და „საქართველოს ბანკს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია – გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილიმა თანამდებობა დატოვა, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნინო ქურდიანი დაინიშნა.

აღნიშნული ცვლილებების ფონზე, საფონდო ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ ნოემბერში 7.5 ლარი შეადგინა. გასულ თვეს GSE-ზე ერთადერთი შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი ღირებულება 166 ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close