დღის ამბები

დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, რეგიონის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

MAK.GE-ის  ინფორმაციით, გუბერნატორის კაბინეტში შეხვედრას ,  რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის მერები და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ . მათ  კახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები განიხილს. თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ადამიანებისთვის შესაძლო წესების გამკაცრებაზე და თელავის ორ საკაანტინო სასტუმროში მყოფების საჭიროებებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close