დღის ამბები

კახეთში პოლიციამ კარანტინში იძულების წესით კიდევ ორი მოქალაქე გადაიყვანა

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ბოლო ორ საათში თელავის იუსტიციის სახლიდან ორი პირი სამართალდამცველებმა აიყვანეს.

ამჯერად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე , 35 წლის კაცი შენობაში დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით იყო მისული, თუმცა მას შემდეგ , რაც აღმოაჩინეს, რომ მას საკარანტინო პერიოდი გასული არ იყო და თვითიზოლაციის წესებს არღვევდა, პოლიციამ იძულების წესით საკარანტინო ზონაში გადაიყვანა.

ამავე მიზეზით, დაახლოებით ერთი საათის წინ იუსტიციის სახლიდან, რუსეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close