დღის ამბები

კორონა ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც პარიზი- თბილისის რეისის მგზავრი იყო და თელავიდან თბილისის ინპექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

“47 წლის ქალი, რომელიც პარიზი- თბილისის რეისის მგზავრი იყო და თელავიდან თბილისის ინპექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა”,- ამის შესახებ MAK.GE-ის დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში ორი საკარანტინო ზონა არსებობს, სადაც თელავის ერთ სასტუმროში 24 პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფება , ნაწილი კი მეორე სასტუმროშია განთავსებული. მისივე თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

“ველოდებით ახალი საკარანტინო ზონების დამატებას. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ყველა სავარაუდო ლოკაცია აბსოლუტურად მზად არის მედ-პერსონალის ჩათვლით. ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ გვაქვს. “- ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

ბოლო მონაცემებით, კახეთში 110 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. შვიდს კი მეთვალყურეობა მოეხსნა. გუშინ სამი ადამიანი, რომელიც იზოლაციის წესებს არღვევდა იძულების წესით საკარანტინო სივრცეში პოლიციის დახმარებით გადაიყვანეს. პარიზი- თბილისის რეისიდან 46 მგზავრი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სასტუმროში 14 მარტს მოათავსეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close