დღის ამბები

ზიარების დროს ერთჯერად ჭიქებს გამოიყენებენ

ალავერდის მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დღეს სასულიერო პირებმა წირვის დასრულების შემდეგ კორონავირუსის საფრთხის გამო, ეკლესიის მიერ ზიარების წესის ჰიგიენის დაცვის შესახებ ისაუბრეს.

ეპარქიის მღვმდელმსახური მამა მიქაელ ჭაბაშვილი ამბობს, რომ პრევენციის მიზნით ისინი ზიარების დროს ერთჯერად ჭიქებს გამოიყენებენ, თუმცა მაგიდაზე იქნება საეკლესია ჭურჭელიც. მის თქმით, ვინაიდან ადამიანი არჩევანში თავისუფალია სასულიერო პირები მრევლს შესაძლებლობას აძლევენ შინაგანი სინდისით იმოქმედონ.

“მიწიერმა განსაცდელმა სულიერი განსაცდელის წინაშე დაგვაყენა , ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ განსაცდელსაც ვაბარებთ. ყოველთვის ასე ხდება, როცა უფალი რაღაცას უშვებს, რომ ჩვენ იმაზე უკეთესები უნდა რომ გვიხილოს, ვიდრე ვართ. მე ვიცი, რომ აქ გარკვეული ძალები სპეციალურად აგორებენ, უნდათ მაინდამაინც მივიდნენ საიდუმლოების იმ ნაწილთან, რომ საიდუმლოება ეკლესიაში ფორმალურად ახსოვდეს და არა რწმენასთან ერთად. ეს არის ეკლესიის მტრების სურვილი. ჩვენ არ შეიძლება ყველაფერ იმასთან რაც ეკელსიაში ხდება, ფორმალურად მივიდეთ. ჩვენ მიგვაჩნია რომ მართლმადიდებლობა ეს ჭეშარირეტაბაა. ჩვენ გარკვეულ ჰიგიენას დავიცავთ. საუბარია ზიარების შემდგომ ერთჯერადი ჭიქების გამოყენებაზე, ახლა მეუფემ მითხრა, რომ გამომეცხადებინა. ზიარების შემდეგ სიტკბოებას, რომელსაც იღებთ ზიარების შემდეგომ , იდება მაგიდაზე საეკლესიო ჭურჭელიც და იქნება ერთჯერადი ჭიქაც, ადამიანი თავისუფალია და მისი აჩევანიც თავისუფალია. ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ ყველას მოიქცეს თავისი შინაგანი სინდისი მიხედვით. უფალი ამ სინდისის ხმას უყურებს და ისმენს”- თქვა ქადაგების დროს მამა მიქაელ ჭაბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close