ეკონომიკა

ბანკების მოგება 2 მილიარდს აჭარბებს, რა ერგება ბიუჯეტს?

ბანკების მოგება 2 მილიარდს აჭარბებს, რა ერგება ბიუჯეტს?

ბანკების მოგება ისევ გაიზარდა. ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში საბანკო სექტორმა 243 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება გაორმაგებულია.

10 თვეში კი, 14 კომერციული ბანკის მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქედან წმინდა მოგება 1.775 მილიონი ლარს აღემატება.

საბანკო სექტორის წმინდა მოგება:

2022 წლის 10 თვე – 1.775 მლრდ ლარი
2021 წლის 10 თვე – 1.759 მლრდ ლარი
აღსანიშნია, რომ 10 თვეში ამავე პერიოდში ბანკები მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 279.2 მლნ ლარს გადაიხდიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close