მსოფლიო

მასკი Twitter-ის დაბლოკილ ანგარიშების „ამნისტიას“ აცხადებს

მასკი Twitter-ის დაბლოკილ ანგარიშების „ამნისტიას“ აცხადებს

Twitter-ის ახალმა ხელმძღვანელმა და მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან სოციალურ ქსელში დაბლოკილი ანგარიშების უმეტესობას აღადგენს.

CNN-ის შეფასებით, ეს იქნება მასკის ყველაზე დიდი ნაბიჯი სოციალური ქსელის პოლიტიკის გასაუქმებლად, რომლითაც მომხმარებლები წესების დარღვევის გამო იბლოკებოდნენ.

მასკმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომელიც წინა დღეს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო სოციალური ქსელის 3 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა. გამოკითხულთა 72,4%-მა ხმა მისცა „დაბლოკილი ანგარიშების საერთო ამნისტიას“ იმ პირობით, თუ ისინი კანონს არ არღვევდნენ და სპამებს არ ავრცელებედნენ. „ამნისტიის“ წინააღმდეგი გამოკითხულთა 27,6% იყო.

Twitter-ზე მასკმა დაწერა, რომ „ამნისტია“ მომავალი კვირიდან დაიწყება.

CNN-ის შეფასებით, ადრე აკრძალული უამრავი ანგარიშის აღდგენის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, რეკლამის განმთავსებლები Twitter-ს კიდევ უფრო დააშოროს, რომელთაგან ბევრმა პლატფორმა უკვე დატოვა.

როგორც ცნობილია, ახლახან მასკმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქაუნთი განბლოკა. ამ ამბის გავრცელებისთანავე ანგარიში 83 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა. სოციალურმა ქსლემა მისი ანგარიში 2021 წელს, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ძალადობის წაქეზების მოტივით დაბლოკა. თუმცა ტრამპმა Twitter-ზე დაბრუნებაზე უარი განაცხადა და საკუთარი სოციალური ქსელი, TruthSocial-ზე დარჩენა ამჯობინა, რომელიც მან 2021 წელს შექმნა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close