დღის ამბები

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 82-დან 116 -მდე გაიზარდა

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 82-დან 116 -მდე გაიზარდა, ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელიბის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში დაადასტურეს.

კახეთის ორი მუნიციპოალიტეტის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტების ნაწილს მეთვალყურეობა მოეხსნა. გურჯაანში თვითიზოლაციაში ამ დრომდე 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იტალიაში მოგზაურობიდან დაბრუნებული ერთი ოჯახის სამი წევრი.

ბოლო ინფორმაციით, სამივე მათგანი და კიდევ ერთი მოქალაქე დღეიდან სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ აღარ იქნება, ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გურჯაანის ცენტრში ექპიდემიოლოგმა, მარინა კაპანაძემ განაცხადა. რაც შეეხება ლაგოდეხს, ამ მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 7 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა სამმა მათგანმა 14-დღიანი სავალდებულო თვითვიზოლაციის პერიოდი გაიარა და მათ ახლა მეთვალყურეობა მოეხსნა. პარიზი-საქართველოს რეისის 45 მგზავრები კი ამ დრომდე საკარანტინო ერპიოდს თელავის ერთ-ერთ სასატუმროში გადის.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტპზე დამაკმაყოფლიებელია და მათ კორონავისურისითვის დამხასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კარანტინში რეგიონიდან ოთხი ადამიანია გადაყვანილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close