გაიცანით, ნინო სიდამონიძე – კერამიკოსი ქალი თელავიდან…

,,მე, თიხას სული ჩავბერე და გავაცოცხლე”…
გაიცანით, ხელოვანი ქალი თელავიდან…
ნინო სიდამონიძე, კერამიკოსი ქალია. დაიბადა და გაიზარდა თელავში. პროფესიით ისტორიკოსია და ახლა, თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგად მუშაობს.
სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებს დრო ხელოვნებას დაუთმოს რადგან მიაჩნია, რომ ხელოვნება ადამიანისთვის სამყაროს აღქმის საშუალებაა. თავდაპირველად ხატავდა, შემდეგ დაინტერესდა დიზაინით. ამჟამად ცდილობს ძალები ქართულ კერამიკაში მოსინჯოს, სხვადასხვა სახის ნაკეთობების შესაქმნელად.
,,ყველა ნივთს დიდი სიყვარულით ვქმნი. გულით მინდა, რომ ჩემმა შექმნილმა ნივთებმა, მომხმარებლის გულები მოიგოს. თვითონ მოვიპოვებ თიხას, ვამუშავებ და ვამზადებ ქართული თიხისაგან სამკაულებს და არა მარტო სამკაულებს. თიხისაგან ვქმნი ნივთებს, სადაც ჩემი შინაგანი ბუნებაა გადმოცემული. მან, სულიერი სამყაროს გასაღები მაპოვნინა”…- ამბობს, ნინო სიდამონიძე.
ვრცლად, იხილეთ მასალა: https://womenroomsingeorgia.blogspot.com/