დღის ამბებისაზოგადოება

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის ორი მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის ორი მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს.

მამაკაცები საგარეჯოსა და სოფელ წყაროსთავის მკვიდრები არიან. საპატრულო პოლიციისა და სპეცეკიპირების დახმარებით, მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგარეჯოს განყოფილების უფროსის, ლელა ოთარაშვილის ინფორმაციით, ორივე მათგანი ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვისა. ერთი ჩამოვიად ესპანეთიდან, მეორე იტალიიდან. ისინი მუდმივად არღვევდნენ თვითიზოლაციის დადგენილ წესს, რაზეც გაფრთხილებაც მიიღეს, მაგრამ მაინც ურჩობდნენ.

იძულებული გავხდით და ჩავრთეთ პოლიცია- განაცხადა ოთარაშვილმა. კახეთიდან, მოქალაქის იძულებით კარანტინში გადაყვანის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close