საზოგადოება

ახმეტაში მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს

ახმეტაში მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს. ადგილობრივებმა ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა მათივე კუთვნილი ავტომობილებით გადაკეთეს . ისინი მათ მიმართ გამოწერილ ჯარიმეს ამ ფორმით აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხევიდან ქვიშის და ქვა-ღორღის ამონტანის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ასეთ შემთხვევაში კი ჯარიმების გამოწერა უსამართლოდ და შერჩევითი პრინციპით ხდება.

მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და და შესაბამისი სამსახურიას თანამშრომლები ხვდებიან. შეკრებილები ამბობენ, რომ თუ გარემოს დაცვის ინსპექცია დამოკიდებულებას არ შეცვლის, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close