დღის ამბები

სად და რა სიხშირით უნდა გაანადგურონ ორგანიზაციებმა ტონობით დაგროვილი დოკუმენტები?

სად და რა სიხშირით უნდა გაანადგურონ ორგანიზაციებმა ტონობით დაგროვილი დოკუმენტები?

საჯარო უწყებებს, ბანკებს, რითეილერებს, კლინიკებსა და სხვა მსხვილ ორგანიზაციებს წლიდან წლამდე ათობით ათასი უსარგებლო დოკუმენტაცია უგროვდებათ, რომლის ნაწილიც კონფიდენციალურია და გასაჯაროებას არ ექვემდებარება, შენახვა კი დამატებით რესურსებს მოითხოვს.

რა უნდა მოუხერხონ ორგანიზაციებმა აღნიშნულ მაკულატურას?

უცხოური მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამგვარ დოკუმენტებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი ჯერ აშრედერებს ანუ სპეციალური დანადგარის მეშვეობით მცირე ნაწილებად ანაწევრებს და მიღებულ მასას წარმოებაში გზავნის. აღნიშნული პრაქტიკა, ერთი მხრივ, ორგანიზაციებს ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლებაში ეხმარება და მეორე მხრივ, ტყის რესურსების შენარჩუნებას უწყობს ხელს. 1 კგ ფურცელი 1 ნერგს უდრის, მისი განადგურების ნაცვლად კი შეგვიძლია იმავე რაოდენობით გამოუსადეგარი დოკუმენტები გადავამუშაოთ და ხელმეორედ გამოვიყენოთ.

ვადაგასული დოკუმენტაციის დაშრედერების პრაქტიკა უკვე საქართველოშიც ინერგება. ქაღალდის საწარმო „კრიალამ“ დოკუმენტების გასანადგურებლად გერმანული წარმოების დანადგარი, იგივე „შრედერი“ 5 წლის წინ შემოიტანა. „შრედერის“ მეშვეობით საწარმოში ტონობით დოკუმენტი იქცევა გადამუშავებულ მასად, რომლისგანაც ახალი პროდუქცია მიიღება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close