დღის ამბები

2025 წლისთვის ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარს, ექთნის კი – 5.6 ლარს მიაღწევს – სამინისტრო

2025 წლისთვის ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარს, ექთნის კი - 5.6 ლარს მიაღწევს - სამინისტრო

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

ამასთან, რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

“ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close