კულტურა

Grammy 2023-ის ნომინანტები დასახელდნენ

Grammy 2023-ის ნომინანტები დასახელდნენ

აშშ-ში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს – Grammy-ს ნომინანტები დასახელდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავარ ნომინაციებში გამარჯვებისთვის ბიონსე და ადელი იბრძოლებენ. მომღერლები წარდგენილნი არიან კატეგორიებში: „წლის ალბომი“, „წლის სიმღერა“, „წლის ჩანაწერი“ და ა.შ. „საუკეთესო ალბომის“ ნომინაციაში ასევე წარდგენილები არიან ჰარი სტაილსი, ჯგუფები Coldplay და Abba, რომლებმაც 39-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვეს ჩანაწერი Voyage.

ბიონსე სულ 9 კატეგორიაშია წარდგენილი და შედეგად, კარიერის განმავლობაში 88 ნომინაცია დაუგროვდა – იმდენივე, რამდენიც მის ქმარს Jay-Z-ს. ამ მაჩვენებლით წყვილი აბსოლუტური ლიდერია, მათ სერ პოლ მაკარტნისა და ქუინსი ჯონსს გადაუსწრეს.

თუ ბიონსემ სულ მცირე 4 კატეგორიაში გაიმარჯვებს, ის დირიჟორ სერ ჯორჯ სოლტის ყველ დროის გააუმჯობესებს, რომელმაც კარიერის განმალობაშ Grammy-ს 31 ჯილდო მიიღო.

8 ნომინაცია მიიღო რეპერმა კენდრიკ ლამარმა, შვიდ-შვიდი ადელმა და ქანთრის ვარსკვლავმა ბრენდი კარლიმ.

დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 5 თებერვალს გაიმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close