დღის ამბებისაზოგადოება

დაპირისპირება მოვაჭრეებს შორის – თელავში გარევაჭრობა იკრძალება

 

თელავში აგრარული ბაზრის 100-მდე მოვაჭრე შეიკრიბა და გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მოქალაქეები სასურველ პროდუქტს გარეთ ყიდულობენ და ბაზარში აღარ შედიან. ამ სიტუაციამ კი, ისინი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა და დახლის მოსაკრებელისა და საბანკო კრედიტების გადახდას ვეღარ ახერხებენ.

„მთელი დღე ბაზარში ვდგევართ და ვერავერს ვყიდით. გარემოვაჭრეები გადასახადს არ იხდიან, ჩვენ კიდევ ვეღარც ბანკის გადასახადს ვიხდით და ვეღარც დახლისას. შიგნით დახლები ცარიელია და ესენი არ შემოდიან, გადასახადები რომ არ გადაიხადონ. ჩვენსავით გადაიხადონ ქირის ფული 200 ლარი და დადგნენ“, – აცხადებს ბაზარში მოვაჭრე ზაქრო ჩირაღაშვილი.

დაპირისპირება მოვაჭრეებს შორის – თელავში გარევაჭრობა იკრძალება

დაპირისპირება მოვაჭრეებს შორის – თელავში გარევაჭრობა იკრძალებაhttp://mak.ge/?p=3301

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Saturday, March 14, 2020

აქციის მონაწილეებს გარემოვაჭრეებიც შუერთდნენ. როგორც ისინი ამბობენ, არ მოსწონთ დახლების განლაგება და ბაზარში შესვლაზე ამიტომ აცხადებენ უარს. მათი თქმით, თუ მოვაჭრეები მხოლოდ ერთი დასახელების პროდუქტით გაყიდიან, თანახმა არიან, ბაზარში ივაჭრონ.

„ათეული წლები ვიყავი დახლზე, ძველი ბაზარი სჯობდა დახლების განლაგებით. ახლა ერთი მოვაჭრე ყველაფერს ყიდის და ერთი დასახელების პროდუქტზე არ ვაჭრობს. ამიტომ, გვიჭირს ბაზარში ვაჭრობა. თუ ისე მოაწყობენ ბაზარს, როგორც ჩვენ გვინდა, შევალთ შიგნით“, – ამბობს გარემოვაჭრე ნათელა სუმბაძე.

მოვაჭრეების აქციაზე კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე მივიდა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ორშაბათიდან გარევაჭრობა იკრძალება. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები გარემოვაჭრეებს უკვე ჩაბარდათ.

„ხელისუფლებამ განახორციელა მთელი რიგი ქმედებები, რომ ორშაბათიდან ალაგმული იყოს ეს ყველაფერი. საკრებულომ ოპერატიულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ დაიდგას საგზაო ნიშნები და მოწესრიგდეს მოძრაობა, დასუფთავების სამსახურს დაევალა, რომ ყოველ საღამოს ეს ადგილი მოწესრიგდეს. მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში რა მდგომარეობაა და ყველა ვალდებულები ვართ, დავიცვათ სისუფთავე“, – აცხადებს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close