დღის ამბები

ქელეხებისა და ქორწილების გამართვის წესში, შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

ქელეხებსა და ქორწილებზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. ამ ღონისძიებებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განახორციელებენ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ცხოვრების წესიდან გამომდინარე საჭიროა მეტი შეზღუდვები:

,,მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები  შეიძლება მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close