სამართალი

ერთი თვის განმავლობაში მებაჟეებმა 74 860 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ერთი თვის განმავლობაში მებაჟეებმა 74 860 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

14 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 74 860 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახური იტყობინება, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები საბაჟო გამშვებ პუნქტებში “სარფში“, “სადახლო-საავტომობილო“ და “კარწახში” დაფიქსირდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close