დღის ამბები

რა ინფრასტრუქურული პროექტები მიმდინარობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში?

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლაგოდეხში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 მლნ. ლარზე მეტი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება. ამჟამად, მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის მშენებლობის 10 პროექტის განხორციელება, რაც ჯამურად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 20 კმ- მდე ახალი გზის საფარის დაგებას გულისხმობს.


ამავდროულად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება ორი ახალი სკოლა სოფ. კაბალსა და სოფ. ჰერეთისკარში. ახალი სკოლების მშენებლობის პარალელურად, დაგეგმილია 700 000 ლარზე მეტი ღირებულების სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლების მშენებლობა – რეაბილიტაციასთან ერთად, ლაგოდეხში მიმდინარე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ასევე დაგეგმილია რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close