დღის ამბები

რატომ არის მანუკას თაფლი100-ჯერ უფრო ძვირი ჩვეულებრივთან შედარებით

რატომ არის მანუკას თაფლი100-ჯერ უფრო ძვირი ჩვეულებრივთან შედარებით

მანუკას თაფლი ცნობილია იმით, რომ უფრო ნოყიერი, სასარგებლო ვიტამინებით მდიდარი და ბლანტია, ვიდრე სხვა სახეობების თაფლი, რომელიც გავრცელებულია.

100 გრ მანუკას თაფლის ფასი 100 დოლარიდან იწყება, რაც 100-ჯერ მაინც აღემატება ჩვეულებრივი თაფლის ღირებულებას.

საინტერესოა, რა განსაზღვრავს მანუკას თაფლის ფასს და რატომ ღირს ასეთი ძვირი?

Business Insider სასარგებლო და განსაკუთრებული პროდუქტის შესახებ საინტერესო დეტალებს წერს.

ამ სახის თაფლს ფუტკრები Leptospermum scoparium ყვავილისგან აწარმოებენ, რომელსაც სხვაგვარად მანუკა (manuka) ეწოდება. ყვავილი მხოლოდ ახალ ზელანდიაში, საკმაოდ მიუვალ რელიეფზე იზრდება. ზოგ სეზონზე კი მის ყვავილობა საკმაოდ რთულდება. სწორედ ეს ხდის მანუკას თაფლის განსაკუთრებულს და განსაზღვრავს მის ფასს, რადგან მეფუტკრეები მას ლიმიტირებული რაოდენობით მოიპოვებენ.

ასევე რთულია თაფლის შეგროვება. სკებთან მისასვლელად ხანდახან ვერტმფრენები ხდება საჭირო.

მანუკას თაფლი მსოფლიოში არსებული თაფლის მხოლოდ 1%-ია.

“თვითონ მცენარე ძალიან იშვიათია. მოსავლის აღება რთულია, რადგან ყვავილი მხოლოდ 12 დღე ხარობს და ზოგჯერ ამ თაფლის შესაგროვებლად ვერტმფრენებით გვიწევს გადაადგილება”,- აცხადებს Mānuka Factor Honey Association -ის წარმომადგენელი ჯონ როკლიფი.

კომპანია მანუკას თაფლის ექსპორტს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. წლიური გამომუშავება ამ ეტაპზე 204 მილიონ დოლარს აჭარბებს. კომპანია ვარაუდობს, რომ 2028 წლისთვის მათი ბრუნვა წელიწადში 800 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

იმის გამო, რომ ძვირად ღირებული თაფლის უამრავი ფალსიფიცირებული ვერსია არსებობს ბაზარზე, ახალი ზელანდიის მთავრობამ მანუკას თაფლის განმსაზღვრელი სტანდარტი დააწესა და ორიგინალი პროდუქციის ცნობა სპეციალური ნიშნით არის შესაძლებელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close