დღის ამბები

დღეს, პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხივლა გაიმართა

თელავის რაიონულ სასამართლში, პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხივლა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეეს. მოწმის სახით,ახმეტის პოლიცის განყოფილების თანამშრონელი მიხეილ ბერძენიშვილი დაიკითხა,რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

კრიმინალურო პოლიციის თანამშრომელმა დეტალურად აღწერა,გასული წლის 27 ნოემბერს სოფელ საკობიანოსთან, განვითარებული მოვლენები.

ბრალდების მოწმესთან კითხვები ქონდა,როგორც მოსამართლეს, ადვოკატს,ასევე ბრალდებულ არბი ქავთარაშვილ და პროკურორს.

სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები.

შემდეგი პროცესი 17 მარტს 15:00 საათზე განხლდება.

შეგახსენებთ,გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. რაა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close