ეკონომიკა

საკვები და სასმელი პროდუქტები, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ ევროპაში

საკვები და სასმელი პროდუქტები, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ ევროპაში

წელს, 9 თვეში საქართველომ ევროზონაში 93,971 მლნ აშშ დოლარის ქართული წარმოების საკვები და სასმელი პროდუქტები გაიტანა, რაც 4,5 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა, მეტია 2020 და 2019 წლების იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე. კერძოდ, 2021 წლის 9 თვეში საქართველოდან 98,521 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტი გავიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 78,973 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერში – 58,965 მლნ აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით,  გთავაზობთ იმ საკვები და სასმელი პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ ევროპის ქვეყნებში:

თხილი და სხვა კაკალი – 42,517 მლნ აშშ დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები – 23,765 მლნ აშშ დოლარი

მინერალური და მტკნარი წყლები – 6,726 მლნ აშშ დოლარი

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 5,302 მლნ აშშ დოლარი

ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 3,737 მლნ აშშ დოლარი

ნაყოფები გამხმარი -2,995 მლნ აშშ დოლარი

წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან – 2,363 მლნ აშშ დოლარი

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 1,843 მლნ აშშ დოლარი

ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 773.6 ათასი აშშ დოლარი

ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 680.9 ათასი აშშ დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close