ეკონომიკა

რომელ დარგებში გასცემენ მისო-ები ყველაზე მეტ სესხს

რომელ დარგებში გასცემენ მისო-ები ყველაზე მეტ სესხს

მისო-ების პორტფელის 75% ლომბარდულ სესხებზე მოდის. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებმა 809 712 ერთეული (1 527 678 069 ლარის) სესხი გასცეს. აქედან 1.498 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო – 29.111 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე გაიცა.

რაც შეეხება დარგებს, სადაც 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება:

ლომბარდი – 609 392 სესხი – 775 027 592 ლარი

სამომხმარებლო სესხი – 77 937 სესხი – 378 039 777 ლარი

განვადება – 67 661 სესხი – 47 159 995 ლარი

ვაჭრობა და მომსახურება – 31 881 სესხი – 186 217 567 ლარი

სოფლის მეურნეობა – 21 008 სესხი – 103 673 992 ლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close