ეკონომიკა

მიმდინარე წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება გაიზარდა

მიმდინარე წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება გაიზარდა

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 310.4 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 47,6 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 262.8 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 46.5 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში 23.5 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აგვისტოში 6.5 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 17.5 მლნ ლარი იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close