დღის ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი კვირით სასწავლო პროცესი შეწყდა

გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინეს.

უნივერსიტეტის რექტორის, ირმა შიოშვილის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებელში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

ჩვენ სწავლა 24 თებერვალს დავიწყეთ. ახლა გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია, რასაც განთლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს. ამიტომ შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი. დეზინფექციას ჩავატარებთ და სხვა ღონისძიებებსაც დავგეგმავთ- განაცხადა შიოშვილმა.

სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში 9 მარტს განახლდება.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უმაღლეს სასწავლებლებს რეკომენდაცია მისცა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ლექციები, კონფერენციები და სხდომები ვირტუალურად ჩაატარონ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close