ეკონომიკა

157,6 მლნ ლარი 6 თვეში – სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი გასცეს

157,6 მლნ ლარი 6 თვეში - სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი გასცეს

წელს 6 თვეში სახელმწიფო უწყებების სახელფასო დანამატის ხარჯმა 157,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22,9 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის 6 თვეში 134,7 მლნ ლარის დანამატი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორზეა განთავსებული.

ამავე მონაცემების მიხედვით, უწყებებს შორის, წელს ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე მოდის.

უფრო დეტალურად:

პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 673 238 ლარი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 118 941 ლარი

მთავრობის ადმინისტრაცია – 189 206 ლარი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 0 ლარი

ფინანსთა სამინისტრო – 1.8 მლნ ლარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 212 272 ლარი

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 92 820 ლარი

იუსტიციის სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 3.5 მლნ ლარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 62 773 ლარი

თავდაცვის სამინისტრო – 8.2 მლნ ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 46.8 მლნ ლარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 492 141 ლარი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 88 562 ლარი

შენიშვნა, დანარჩენი თანხა სხვა უწყებებზე, მათ შორის, რეგიონების გუბერნატორებისა და რწმუნებულების ადმინისტრაციებზე ნაწილდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close