მსოფლიო

FORD-ი $827-მილიონიან ზარალზეა, კომპანია ავტოპილოტის შექმნის ამბიციაზე უარს ამბობს

FORD-ი $827-მილიონიან ზარალზეა, კომპანია ავტოპილოტის შექმნის ამბიციაზე უარს ამბობს

მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, უმსხვილესი ამერიკული ავტომწარმოებელი Ford Motor Company ავტოპილოტის შექმნის ამბიციებზე უარს ამბობს და ARGO AI-ში ინვესტირებას წყვეტს.

Ford-ის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია არასახარბიელო ფინანსურ შედეგებთან, კერძოდ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალი კომპანიამ $827-მილიონიანი ზარალით დაასრულა, კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით ხარჯების შემცირება კი Ford-ის მენეჯმენტს ამჟამად ყველაზე ოპტიმალურ სტრატეგიად მიაჩნია.

ARGO AI თვითმართვადი ავტოპილოტის შექმნაზე 2017 წლიდან მუშაობდა, თუმცა პროტოტიპის დასრულება კომპანიამ დღემდე ვერ მოახერხა, ამიტომაც Ford-მა და Volkswagen-მა 39-39%-იანი ინვესტიციის გატანა და პროექტის დასრულება გადაწყვიტეს.

Ford-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ARGO საქმიანობას შეწყვეტს, თუმცა იქ დასაქმებული ინჟინრები კომპანია Ford-ში მუშაობის საშუალებას მიიღებენ.

“სრულად ავტონომიური თვითმართვადი ავტომობილები რეალობისგან ჯერაც შორს არის და არაა აუცილებელი, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენით გამოვიგონოთ, დრო თავად მიგვიყვანს ამ ეტაპამდე. ახლა ზედმეტი ხარჯების შემცირებისა და წარმოების ოპტიმიზაციის დროა, წინ რეცესია გველის”, – განაცხადა Ford-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close