მსოფლიო

მსოფლიო რეკორდი – შვეიცარიელებმა ყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებელი შექმნეს

მსოფლიო რეკორდი - შვეიცარიელებმა ყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებელი შექმნეს

შვეიცარულმა სარკინიგზო კომპანიამ ყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც ალპების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მარშრუტზე მოძრაობს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press (AP) ავრცელებს.

კომპანია RhB-მ 1,9-კილომეტრიანი, 100 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი გამოუშვა, რომელიც პრედიდან ბერგენამდე, ალბულა-ბერნინის მარშრუტით იმოძრავებს. ეს მარშრუტი 2008 წელს „იუნესკოს“მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ის 22 გვირაბსა და 48 ხიდზე გადის, რომლეთა შორის არის ექვსთაღიანი ერთლიანდაგიანი სარკინიგზო მოხრილი ხიდი, ლანდვასერის ვიადუკი (Landwasser Viaduct).

ყველაზე გრძელი მატარებლის მთელ მგზავრობას საათზე მეტი დრო დასჭირდა. სანახაობის მოყვარულები მარშრუტის გასწვრივ იყვნენ განლაგებული, რომ ალპებზე მატარებლის გავლისთვის თვალი ედევნებინათ.

RhB-ის დირექტორი, რენატო ფაშიატი აცხადებს, რომ რეკორდის დამყარება შვეიცარიის საინჟინრო მიღწევების ხაზგასასმელად და ქვეყნის რკინიგზის 175 წლის აღსანიშნავად იყო გამიზნული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close