დღის ამბებისაზოგადოებასამართალი

დედოფლისწყაროᲨი, სამი ადამიანი დაიხრᲩო

დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ, მდინარე იორზე სათევზაოდ წასული ახალგაზრდები ჩავარდნენ და.MAK.GE-ის ინფორმაციით, დამხრჩვალი 3 ახალგზარდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, იმყოფებიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები.

საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close