ეკონომიკა

ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული სესხები გაძვირდა

ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული სესხები გაძვირდა

2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 12.9% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი – 13.6%, იყო.

2022 წლის სექტემბერის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა და კვლავ 7,4%-ია. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 7.6%-დან 7.7%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 6.7%-დან 6.4%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 16.2%-დან 16.1%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი არ შეცვლილა და კვლავ 13.8%-ია, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ერთ თვეში განაკვეთი 17.7%-დან 18.1%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, სესხები გაძვირდა 12.1%-დან 12.9%-მდე. მათ შორის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6.3%-დან 7.4%-მდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.6%-დან 16.1%-მდე გაიზარდა.

ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტაში გაცემულ სესხებზე 18%-დან 18.1%-მდე, იურიდიული პირებისთვის კი 12.9%-დან 13.8%-მდე გაიზარდა. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიურად ფიზიკური პირებისთვის 5.4%-დან 6.4%-მდეა გაზრდილი, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე კი 6.5%-დან 7.7%-მდე გაიზარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close