დაბალი ტემპერატურა (35,2 გრადუსზე დაბალი) შეიძლება გამოწვეული იყოს
გადაცივებით,
ინტოქსიკაციით,
ენდოკრინული სისტემის პრობლემებით.
ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია სამედიცინო კვლევა.
სხეულის ტემპერატურა ქვეითდება ინფექციის გადატანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ე.წ. ასთენიურ კვალს წარმოადგენს. ეს არის იმის სიგნალი, რომ ორგანიზმი გაუმკლავდა ინფექციას, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტადაა და ხელმეორე დასნებოვნების რისკი მაღალია. ამიტომ ავადობის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ.