ეკონომიკა

რა შემთხვევაში შეიძლება გაძვირდეს მოსახლეობისთვის გაზი

რა შემთხვევაში შეიძლება გაძვირდეს მოსახლეობისთვის გაზი

2022 წლის დეკემბერში სემეკი გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ არსებული პარამეტრები შენარჩუნდა, მაშინ ტარიფები არ გაიზრდება.

„ჩვენ თავის დროზე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით 3-წლიანი ტარიფები დავადგინეთ, რომლის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. შესაბამისად, დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება.

რაც შეეხება კომპანიების განაცხადებს ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი გაზის სექტორში განაცხადები უკვე მიღებული გვაქვს, რადგან სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება. შექმნილი გვაქვს აუდიტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეულ კომპანიაში შედის და სწავლობს მათ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯამში 22-მა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, საიდანაც მსხვილი კომპანიები 3-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით მცირე კომპანიებია“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close