დღის ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე, პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევის წესი დაამტკიცა. პროგრამა თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდების, საინიციატივო ჯგუფების ან ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კონკურსის მიზანი, ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ნოვაციური,ინოვაციური ინფრასტრუქტურული ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელიც საშუალებას მისცემს კონკურსანტებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები.

პროექტების შერჩევის მიზნით განაცხადების მიღება 2020 წლის 1 მარტიდან დაიწყება და პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდულ პროექტებს და ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული მიმართულების განვითარებას.

პროექტი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2020 წელს. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close