დღის ამბები

სოფელ თეთრწყლებში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან. რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველების ჯგუფს სტიქიის ზონაში ასვლა ფეხით მოუწია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ , რომ ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა და ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მიმდინარეობს სალკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარის ქრობა ხდება თელავის სოფელ აკურაშიც, სადაც ცეცხლის ახალი კერა გუშინ საღამოს გაჩნდა. აქაც ტყის ქვედა საფარი იწვის, თუმცა ხანძარის გავრცელების საშიშროება აღარ არის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close