ფილმ „ჟანგის“ პროდიუსერებმა და მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სურათის გადაღებისას დაღუპული ოპერატორის გალინა ჰატჩინსის ოჯახთან შეთანხმება მიაღწიეს. ამის შეახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის ბოლდუინის მიმართ, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს შეწყვეტილია. სურათის გადაღებები 2023 წელს განახლდება, გარდაცვლილი ოპერატორის ქმარი მეთიუ ჰატჩინსი კი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდება.
„ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ გალინას გარდაცვალება საშინელი უბედური შემთხვევა იყო“ – განაცხადა ჰატჩინსმა.
2021 წლის ოქტომბერში „ჟანგის“ გადაღებებზე ალეკ ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო პისტოლეტიდან, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი. შედეგად ფილმის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსი კი დაიჭრა. ამის შემდეგ ჰატჩინსის ოჯახმა ბოლდუინს სასამართლოში უჩივლა.