ეკონომიკა

2021 წელს ბრუნვის მიხედვით 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 აზარტული თამაშებისაა

2021 წელს ბრუნვის მიხედვით 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 აზარტული თამაშებისაა

2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბრუნვის მიხედვით, 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 აზარტული სათამაშო ბიზნესია.

გთავაზობთ 2021 წლის Top-10 კომპანიას ბრუნვის მოცულობით: (სია რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული)

შპს სოკარ ჯორჯია გაზი – საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით

შპს კავკასიის ავტოიმპორტი – საცალო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით

შპს ჯორჯიან მანგანეზი – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

შპს ბეთლაივი – აზარტული თამაშების საქმიანობები

შპს ჩემპიონები 111 – აზარტული თამაშების საქმიანობები

შპს ავიატორ – აზარტული თამაშების საქმიანობები

შპს ლიდერ-ბეთ სლოტი – აზარტული თამაშების საქმიანობები

შპს ფულ ჰაუსი – აზარტული თამაშების საქმიანობები

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – საცალო ვაჭრობა ბენზინით სპეციალიზებულ მაღაზიებში

შპს მარსი – აზარტული თამაშების საქმიანობები

აღნიშნული ჩამონათვალიდან 6 აზართული თამაშების საქმიანობებით დაკავებული კომპანიაა. სათამაშო ბიზნესის ბრუნვა კი გასულ წელს იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე მთლიანად ბიზნესის სექტორის. კერძოდ, ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა 31,5%-ით, ცალკე აზარტულის კი – 49,3%-ით. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 47.938 მლრდ ლარი შეადგინა, 2020 წელს – 32,091 მლრდ ლარი; მთლიანად ბიზნეს სექტორის ბრუნვა კი 2021 წელს 150.4 მლრდ ლარი, 2020 წელს – 114.3 მლრდ ლარი იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close