დღის ამბებისამართალი

უბედური შემთხვევა მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში

უბედური შემთხვევა მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში
სანადიროდ წასული ახალგაზრდების ჯგუფს მანქანა ამოუტრიალდა. შემთხვევის შედეგად, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა, სადაც ახალგაზრდები სანადიროდ იმყოფებოდნენ.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე6- ე ნაწილით დაიწყო. გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close